LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენსიის სასაფლაოებზე მზის პანელების დაყენებას აპირებენ

112
Capture

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში აპირებენ, რომ ადგილობრივ სასაფლაოებზე 6,5 ათასი მზის პანელი დაამონტაჟონ. პანელების ეს რაოდენობა საკმარისი იქნება, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით უზრუნველყოს მუნიციპალური შენობები და ზოგიერთი კერძო სახლიც. სიახლის შესახებ Independent წერს.

პირველი 800 მზის პანელი უკვე გამოჩნდა ვალენსიის 3 სასაფლაოზე. მათი საშუალებით წელიწადში 140 ტონა მავნე გამონაბოლქვი „დაიზოგება“.

სიახლე გახდა ქალაქის როგორც ევროპის მწვანე დედაქალაქის ერთ-ერთი ინიციატივა. ვალენსიის მიზანია ქალაქისთვის საჭირო ენერგიის 27% განახლებადი ენერგიებისგან იყოს წარმოებული. ამისათვის მერიამ საზოგადოებრივი შენობების სახურავებზე მზის ფერმები მოაწყო.

6,5 ათასი პანელის დამონტაჟების შემდეგ ვალენსია მზის ფერმის მასშტაბებით ესპანეთში პირველი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები