LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენსია მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქალაქია

50
valencia-spain

ბრიტანულმა ვებ-გვერდმა Money.co.uk ვალენსია მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ქალაქად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Travel daily media-მ ესპანეთის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

შესაბამისი კვლევები უკვე მეორე წელია ტარდება. სპეციალისტები აფასებენ იმას, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ადგილობრივებისა და ტურისტების ჯანმრთელობაზე.

ყურადღება ექცევა 7 კრიტერიუმს: ზედმეტი წონის მქონე ადამიანების პროცენტულ რაოდენობას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, დაბინძურების დონეს, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, კრიმინალის დონესა და მზიანი საათების რაოდენობას.

2022 წლის კვლევაში სხვა ასპექტებიც გაითვალისწინეს, მაგალითად ისეთი როგორიცაა – ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე ტუალეტების რაოდენობა, ჯანდაცვაზე დახარჯული ფული, სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და ფსიქიკური აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი.

რაც შეეხება ვალენსიას, ქალაქში წლის განმავლობაში 2 696 მზიანი საათია, ვალენსიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 83,5 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები