LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენსია უცხოელებისთვის საუკეთესო ქალაქია

167
5475

კომპანია InterNations-ის ანალიტიკოსებმა უცხოელებისთვის საუკეთესო ქალაქად ვალენსია დაასახელეს. Traveloffpath-ის ინფორმაციით, საუბარია როგორც სამუშაო ასევე საცხოვრებელ პირობებზე.

ექსპერტთა აზრით, ლიდერთა სამეულში არიან ასევე დუბაი და მეხიკო.

კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 50 ქალაქში მცხოვრები 11,9 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

საუკეთესო ქალაქების სიის სათავეში მოქცეული ვალენსია ცხოვრების მაღალი ხარისხითაა გამორჩეული. გარდა ამისა, ესპანურ დასახლებაში კარგადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, სპორტის მოყვარულთათვის კომფორტული გარემოა შექმნილი.

დუბაი ახალი ჩასულებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქია, ამიტომ მუშაობისა თუ დასვენებისთვის იდეალურია.
მეხიკო გამოარჩიეს როგორც მეგობრული და ხელმისაწვდომი ადგილი, თუმცა ისიც დაამატეს რომ ის უსაფრთხო არ არის.
უცხოელთათვის საუკეთესო ქალაქთა სიაში მოხვდა – ლისაბონი, მადრიდი, ბანგკოკი, ბაზელი, მელბურნი, აბუ-დაბი და სინგაპური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები