ვალერიას ფანები შოკირებულები არიან გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მომღერლის გარდაცვალებას ეხება. სოც-ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალერია ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
გულშემატკივრებმა ინფორმაციის გადამოწმება პირდაპირ ვალერიას ინსტაგრამის გვერდზე მოინდომეს და აღმოჩნდა, რომ მომღერალი ლონდონში იმყოფება და საერთოდ არ არის ინფორმირებული საკუთარი გარდაცვალების შესახებ. ამ ფაქტმა მომღერალი საკმაოდ გაახალისა. ამასთანავე აღელვებულ გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სრულიად უვნებელია.
შეგახსნებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ ჯგუფ ”ლუბე”-ს სოლისტზე ნიკოლაი რასტარგუევზეც გავრცელდა. არტისტმა გავრცელებული ჭორები თავად უარყო.