LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Valtra-ს უპილოტო ტრაქტორმა თოვლის წმენდაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

55

Valtra-ს უპილოტო ტრაქტორმა თოვლის წმენდაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. უფრო სწორედ კი რეკორდი საბურავების მწარმოებელმა Nokian-მა და კომპანია Valtra-მ ერთობლივად დაამყარეს.

TRI traqtorma T254 Versu-მ პირველი გამოცდა ფინეთში, ერთ-ერთ დახურულ გზაზე ჩააბარა და თოვლიან გზაზე მოძრაობისას 73,171 კმ/სთ განავითარა. უპილოტო სატრანსპორტო საშუალებამ 7,4 ლიტრის მოცულობის AGCO Power ძრავი მიიღო და მას 235 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სიძლიერის გაზრდის რეჟიმში კი აგრეგატი 271 ცხენის ძალასაც კი ავითარებს.

ტრაქტორის ერთ-ერთი განმასხვავებელი ფუნქცია SmartTouch-ის ინტერფეისია, რომელიც ყველა დავალებას ინდივიდუალური ალგორითმით ასრულებს. ინტერფეისი ავტონომიური მართვის სისტემებსაც ცვლის ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები