ოქტომბრის ბოლოს მსოფლიო ჰელოუინს ზეიმობს. სულების დღის აღნიშვნა თავისუფლად შეიძლება დრაკულას ციხე-სიმაგრეში ან პარიზის მუზეუმში Le Musée des Vampires.
მუზეუმში, რომელსაც მისი დამაარსებელი ჟაკ სერჟანი ”მოჩვენებების სახლს” უწოდებს, ის არტ-ობიექტები და ისტორიული არტეფაქტებია შეგროვილი, რომლებიც დამთვარიელებელს საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების პირქუშ ისტორიას აცნობს.
Le Musée des Vampires-ის ექსპონატებს შორის იშვიათი ტექსტები, უძველესი წიგნები და არტეფაქტები – ვამპირის განადგურების იარაღი, რომანის ”დრაკულა” ავტორის ბრამ სტოკერის ფოტო ავტოგრაფით, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ნაპოვნი მუმიფიცირებული კატა და უამრავი შემზარავი ნივთია თავმოყრილი.
მუზეუმის დამაარსებელი დარწმუნებულია, რომ ვამპირები დღესაც არსებობენ: ”ვამპირი იმ ბოროტების განსახიერებაა, რომელსაც ჩვენს გულში ვატარებთ, სწორედ ამიტომ სჯერათ ადამიანებს მისი არსებობის”, – განაცხადა სერჟანმა, რომელიც შუასაუკუნეების ისტორიის შესწავლაზე სპეციალიზირდება და ხშირად აწყობს პარიზის მუზეუმებში საგამნანათლებლო ექსკურსიებს.