LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა იზღუდება

51
289651200_398321445673642_1138177737432389416_n

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.