LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდი დაფასდა: ლესტერის ფორვარდი საუკეთესოა

66

„ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. ვარდი გახდა „ლესტერის“ პირველი მოთამაშე, რომელსაც ეს პრემია მიაკუთვნეს არსებობის 69-წლიან ისტორიაში.
„ჩემთვის დიდი პატივია მოვხვდე იმ სიაში, რომელშიც უამრავი უდიდესი ფეხბურთელია. მადლობა ასოციაციას და ყველას, ვინც ხმა მომცა.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩემ პარტნიორებს კლუბში, მხოლოდ მათ გამო გამიჩნდა საშუალება მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე. ეს არის ბრწყინვალე სეზონი „ლესტერისთვის“, რაც პირველ რიგში გუნდურ მუშაობაზეა დაფუძნებული და არა ინდივიდუალურ მიღწევებზე.
მადლობა მწვრთნელს, მთელ პერსონალს და გულშემატკივრებს. ბოლო ორი კვირაა ჩვენ კონცენტრირებულები ვართ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და სეზონი დაუვიწყარი გავხადოთ.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში, იმედი მაქვს ნაკრებს სარგებელს მოვუტან“, – თქვა სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ვარდიმ.
29 წლის ფორვარდმა პრემიერლიგაში 22 გოლი გაიტანა.
ჯეიმი ვარდი გახდა პირველი ინგლისელი 2011 წლის შემდეგ (სკოტ პარკერის შემდეგ), ვისაც ეს ჯილდო მისცეს.
ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა საერთო ჯამში „ლესტერის“ შვიდი მოთამაშე გამოარჩიეს.
ვარდის თანაგუნდელები რიად მაჰრეზი და ნგოლო კანტე გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.
ჰარი კეინი (ტოტენჰემი) და დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი) ასევე მოხვდნენ ხუთეულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები