LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

73

ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი 7 თვეს გასტანს და მისი ღირებულება იქნება 1,5 მილიონი ლარი.

„ეს ხიდები არის ექსპლუატაციაში და მათი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებსას. კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ დაიგება ახალი საფარი,“  – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები