LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავა-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები იწყება

68

26 მაისიდან Small Planet Airlines ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით  პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.

ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

ლიტვური ავიაკომპანია Small Planet Airlines ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 2008 წლიდან ახორციელებს. კომპანიის მფლობელობაში 21 A320 ტიპის ავიახომალდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები