ადამიანები საუკუნეების მანძილზე აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ნატრობდნენ უცნობ პლანეტებზე მოგზაურობას. მათ, ვინც დღესაც რომანტიკოსად თვლის საკუთარ თავს და საუკეთესო დასვენებად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თვალიერებას მიიჩნევს, რამდენიმე ორიგინალურ ვარიანტს ვთავაზობთ ზაფხულის შვებულებისთვის.
გეოდეზიური გუმბათოვანი სახლი მსოფლიოს ბიოსფერულ ნაკრძალთან ახლოს – ვალპარისოს (ჩილე) ტყეებში ჩაკარგული გუმბათოვანი სახლი იდეალური ადგილია მშვიდი, უშფოთველი დასვენებისთვის და საყვარელ ადამიანთან ერთად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შესასწავლად.
გუმბათოვანი სახლი ჯოშუა-თრის ნაციონალურ პარკში – ალბათ, ყველა ოცნებობს გაექცეს ქალაქის ხმაურს და კალიფორნიაში, ჯოშუა-თრის ნაციონალურ პარკში დაისვენოს, სადაც გახარჯულ ენერგიასაც შეივსებს და ღამის ცის ცქერითაც დატკბება.
სახლი-ბუშტი ტყეში – ორიგინალური სახლი-ბუშტის ინტერიერი ხელნაკეთი ავეჯითაა გაფორმებული, გამჭვირვალე კედლებიდან კი, ღამის ცასთან ერთად ტყის ხედებიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
სახლი 40 ფუტის სიმაღლეზე ცივილიზაციისგან შორს – მართალია, სახანძრო სათვალთვალო პუნქტის ანალოგი ამერიკელმა მეტყევეებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააგეს, მაგრამ სახლი თანამედროვე მოგზაურის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.



