LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედი 39 000 დოლარად

240

ჰიპერქარების მწარმოებელმა კომპანია Bugatti-მ გერმანულ ფირმა PG-სთან ერთად კარბონის ველოსიპედი დაამზადა. ის 667 ერთეული გამოვა და თითოეული მათგანი 39 000 დოლარი ეღირება.

Bugatti-ის წარმომადგენლების განცხადებით, ”ეს არის მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ველოსიპედი” და მხოლოდ ხუთ კილოგრამს იწონის.

გარდა ამისა, მისთვის საჭის განსაკუთრებული ამორტიზატორიც შემუშავდა, რომელიც მაღალსიჩქარიანი აეროდინამიკის გათვალიწინებით დაპროექტდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები