LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად დასახელდა

54

მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი ვენაა. საკონსულტაციო კომპანია Mercer-მა ჩაატარა მასშტაბური კვლევა, რათა იმ ქალაქების რეიტინგი შეედგინა, სადაც ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია. ავსტრიის დედაქალაქმა კი საუკეთესოს წოდება წელს უკვე მერვედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა სინგაპურიც, ამიტომ ლიდერთა სიაში ის მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება რეიტინგის ბოლოში მოხვედრილ ქალაქს, ყველაზე ნაკლებად სასურველი დასახლების წოდება წელს ერაყის დედაქალაქმა ბაღდადმა მოიპოვა. როგორც ჩანს, უსაფრთხოების დაბალი დონისა და განუვითარებელი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ქალაქში ცხოვრება მაინც კომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები