ვენაში პირველი გეოთერმული ელექტრო სადგურის აშენებას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ 2028 წლისთვის ავსტრიის დედაქალაქში მდებარე 20 ათასი სახლი სითბოს დედამიწის შრეებისგან მიიღებს. სიახლის შესახებ omv წერს.
ვენის ქვეშ განთავსებულია თერმული ცხელი წყლები, რომელთა ასაკიც მილიონი წელია. ეს წყლები 2-დან 4 ათასი მეტრის სიღრმეშია განთავსებული.
სპეციალისტები 3 კილომეტრის სიღრმეში აპირებენ მილების ჩაყრას, სადაც წყლის ტემპერატურა 100 გრადუსი იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ლანდშაფტის დაზიანების გარეშე გაკეთდეს და ბუნებრივი რესურსები დახარჯვასთან ერთად შეივსოს.
საინტერესოა, რომ ვენას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრალური გათბობის სისტემა აქვს და მასთან 440 ათასი სახლია დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის მათგან 120 ათასი სითბოს დედამიწისგან მიიღებს. მომავალში ავსტრიის დედაქალაქში კიდევ 7 გეოთერმული სისტემის აგება იგეგმება, რაც სითბოთი დამატებით 200 ათას სახლს უზრუნველყოფს.