ვენეციაში მორიგ წყალდიდობას ელოდებიან და ამასობაში მეცნიერთა გუნდმა იტალიის პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. დოკუმენტს სახელად „ვენეცია საფრთხეშია“ ჰქვია და მთავრობას ქალაქის დაცვის ახალი გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
ივლისის თვეში კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე ექსპერტთა საერთაშორისო გუნდმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი ცნობილი ქალაქის შესახებ ძალიან ცუდი პროგნოზი გამოაქვეყნა.
სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვენეცია იმაზე სწრაფად ჩაიძირება ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ(ერთ-ერთი ვერსიით, ულამაზესი ქალაქის აღსასრული საუკუნის ბოლოს დადგება). ქალაქის გადასარჩენად უნდა შემუშავდეს გეგმა და სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს.
წყლის დინებისგან დაცვის არსებული სისტემა თავის ფუნქციას კარგად ვერ ასრულებს და მისი შეცვლაც აუცილებელია.