LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში არხები დაშრა

173
A general view of a dry canal for low tide on February 16, 2023 in Venice, Italy (Photo by Alessandro Bremec/NurPhoto via Getty Images)

ვენეცია წყლის მიქცევის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ქალაქში არხები დაშრა.

ბუნებრივია, ეს მდგომარეობა წყლის ტაქსების, გონდოლების თუ ექსტრემალური სამსახურების მუშაობას უშლის ხელს, წერს Bloomberg.

ამ დროისთვის წყლის დონე ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით ნახევარი მეტრითაა დაწეული.

არადა ბოლო პერიოდში ვენეცია უფრო ხშირად მოქცევას ებრძოდა. 2021 წელს წყლის ადიდების საწინააღმდეგოდ სისტემა Mose-ც აამუშავეს, რათა წყლის დონის მატების დროს ქალაქი დაეცვათ.

სპეციალისტების შეფასებით ვენეცია წყალში იმაზე ბევრად ადრე ჩაიძირება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. სწორედ ამიტომ ქალაქის სხვადასხვა სისტემებით დაცვა აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები