წმინდა მარკოზის ბაზილიკა წყალდიდობის დროს დატბორვას პირველად გადაურჩა, რაც მინის ბარიერის დამსახურებაა. ინფორმაციას ამის შესახებ the times ავრცელებს.
ბარიერი ტაძრისა და სან-მარკოს მოედნის მთელ პერიმეტრზე დაამონტაჟეს, რათა წყალს ძვირადღირებული მარმარილო და მოზაიკები არ დაეზიანებინა. ვენეციის მერიის გამოთვლით, ქალაქის მთავარი მოედნის წყლის ქვეშ აღმოჩენის რისკი ყოველ წელს ძალიან დიდია ხოლმე.
დაცვის სისტემის გარეშე სან-მარკოს მოედანი წყლის დონის 65 სანტიმეტრამდე აწევის შემთხვევაში იტბორება. გასული კვირის ბოლოს კი დინების დონე 95 სმ იყო, რაც იმას ნიშნავს რომ საფრთხეები ძალიან სერიოზული იყო. მინის ბარიერმა ბაზილიკაში წყალი არ შეუშვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა და სამომავლოდ ბევრად უფრო ტექნოლოგიურ მეთოდებს დანერგავენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ვენეციას არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ დანგრევისგანაც იცავს. დანგრევის საფრთხეს კი ქალაქს აუარებელი ტურისტი და საზღვაო ტრანსპორტი უქმნის.