LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერა ბრეჟნევამ დელფინებთან ერთად იცურავა

28

ვერა ბრეჟნევა არ წყვეტს გულშემატკივრების განცვიფრებას თავის ენერგიითა და ოპტიმიზმით. მომღერალი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას, როგორც სამოდელო ექსპერიმენტებში, აგრეთვე სხვადასხვა ავანტიურულ ღონისძიებებშიც. მაგალითად, გუშინ მომღერალმა დეფლინარიუმში საკუთარ შვილთან ერთად იცურავა.

გუშინ ვერა ბრეჟნევას შვილს, სონიას დაბადების დღე ჰქონდა. დელფინარიუმში სტუმრობა კი სწორედ ამ თარიღთან არის დაკავშირებული.

”ხანდახან მგონია, რომ მე ჯერ ისევ 15 წლის ვარ, დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, თქვენც საუკეთესო განწყობასა და დღეს გისურვებთ. ჩვენ კი მანამდე დელფინები ვიქნებით” – დაწერა მომღერალმა მიკრობლოგზე და უმალვე ათასობით მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ სონია ჯერჯერობით დედის ნაკვალევს არ მიყვება და მას მოდელობა სურს. მას უკვე ჰქონდა წარმატებული დებიუტი ევროპაში. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ახალგაზრდა ლედის ყველანაირი შანსი აქვს, გახდეს მსოფლიო დონის წარმატებული მოდელი…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები