სანამ Victoria’s Secret-ის გოგონების ნაწილი პირადი ცხოვრებით არის დაკავებული, სხვები აქტიურად მუშაობენ. ამ დღეებში, ნიუ-იორკში ცნობილი ბრენდის ახალი თეთრეულის კოლექცია წარმოადგინეს. ხაზს Easy ჰქვია და მის პრეზენტაციას ლილი ოლრიჯი, ელზა ჰოსკი და სტელა მაქსველი დაესწრნენ.
ლამაზმანებმა ახალი კოლექციიდან ბიუსტჰალტერების პრეზენტაცია გამართეს: სტუმრებთან ისინი სწორედ ახალი თეთრეულით ხელში გამოცხადდნენ და დამსწრე საზოგადოებას ბრენდის საფირმო ფლირტით შეხვდნენ.