LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 92 წლის ქალი პირველად წავიდა სკოლაში და წერა-კითხვა ისწავლა

134
Screenshot 2023-10-01 162156

ინდოელმა ქალმა კითხვა 90 წლის შემდეგ ისწავლა. ამის შესახებ India Today წერს.

92 წლის სალიმა ხანი სოფელ ბულანდშახრიდან პირველად 2023 წელს წავიდა სკოლაში დაბადების დღის შემდეგ. ის გაკვეთილებზე ბავშვებთან ერთად იჯდა, რომლებიც მასზე 8 ათეული წლით უმცროსები არიან. ხანმა დაისწავლა კითხვა, წერა და დათვლა.

„მისი ისტორია ამტკიცებს იმის რწმენას, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი“ – კომენტარი გააკეთა განათლების სამინისტროს თანამშრომელმა ლაკშმი პანდიმ.
სალიმა 1931 წელს დაიბადა და 14 წლის გათხოვდა. ქალს ყოველთვის სურდა განათლების მიღება, მაგრამ მისი სოფელში სკოლა არ იყო. განათლების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოხალისეებმა შეიტყვეს ხანის სურვილის შესახებ და მას სკოლაში წასვლა გადააწყვეტინეს. მასწავლებლებს თავდაპირველად არ სურდათ მოხუცი მოსწავლე, მაგრამ ქალის შეუპოვრობამ მათ პოზიცია შეაცვლევინა.

სალიმამ თქვა, რომ ადრე შვილიშვილები ატყუებდნენ და მეტ ფულს ართმევდნენ, ახლა კი ბანკნოტების დათვლა ისწავლა.

სალიმას შემდეგ კიდევ 25 ასაკიანმა ქალმა (მათ შორის ორმა რძალმა) გადაწყვიტა დაწყებითი განათლების მიღება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები