აშშ-ში, სან-დიეგოს სიახლოვეს „დოლარების წვიმის“ გამო მთელი მაგისტრალი ჩაიკეტა.
როგორც BBC წერს, ფულით სავსე ტომარა ჯავშნიანი ავტომობილიდან გადავარდა და მთელი ფული გადმოიყარა. უჩვეულო სიტუაციამ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. მძღოლები ავტომობილებს აჩერებდნენ და ფულის მოგროვებას ცდილობდნენ.
ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. საქმეში ჩაერთო FBI და ყველას მოუწოდებს, რომ გზაზე აღებული კუპიურები დააბრუნოს, რამეთუ სხვა შემთხვევაში სასჯელს ვერ გადაურჩებიან.
თუ რატომ დაიყარა ფული გზაზე ან როგორ გაიხსნა ფურგონის კარი, გამოძიება ამასაც აუცილებლად დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფული ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას ეკუთვნოდა და საკმაოდ დიდი თანხაა დაკარგული.