LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-ემ სუპერ უნივერსალი M5 Touring წარადგინა

204
bmw

BMW-ემ გაავრცელა ვიდეო, სადაც უახლესი სუპერ უნივერსალი M5 Touring-ია ასახული. პირველი უნივერსალი ძარით E34 მხოლოდ 891 ერთეულიანი ტირაჟით გამოვიდა, მაშინ როცა მოდელი E61 ცოტა უფრო მეტი გამოუშვეს, თუმცა ასევე ლიმიტირებული, მხოლოდ 1025 ეგზემპლარი. აქტუალური მოდელის წარმოების შეზღუდვის შესახებ საუბარი ჯერ-ჯერობით არ არის.

სიახლის ტექნიკური მახასიათებლები ამ ეტაპზე საიდუმლოა. თუმცა, თიზერში გაჟღერებული ფრაზა „The Ultimate, Electrified M Power“, იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მოდელი ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს, შესაძლოა ძრავა კროსოვერი BMW XM-ისგან ისესხოს კიდეც.

მოდელის პრემიერა 2024 წლის ბოლოსთვის უნდა შედგეს, პირველი ბაზარზე სტანდარტული უნივერსალი გამოვა, რომლის დებიუტის თარიღიც ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები