„პაატა გულიაშვილის შოუს“ რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალური წამყვანი და მომღერალი ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ჰიტი „ქრიზანთემები“ შეასრულა. მომღერლის ენერგიულმა შესრულებამ გადაცემის წამყვანები, პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძეც აიყოლია და ააცეკვა. შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.
„ბრავო“, „სუპერ მომღერალო“, „საუკეთესო შესრულება“, „როგორ მიყვარს ეს სიმღერა“ – წერენ კომენტარებში.