კომპანია Porsche-მ ქარხნული მუზეუმის ექსპოზიცია უპილოტოს თვალით დაგვანახა. ამ მუზეუმში თავმოყრილია ის უნიკალური ავტომობილები, რომელთა მოპოვებაც ენდომებოდა ყველას, აბსოლუტურად ყველას ვისაც მანქანები უყვარს.
ბუნებრივია, ამ მუზეუმის მონახულება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით ვირტუალური ტურის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, თანაც განუმეორებელი რაკურსით.