ბულგარეთის ყველა ტროლეიბუსსა თუ ავტობუსში უკვე საშობაო სიმღერები ისმის. კომპოზიციები სპეციალურად ჩაიწერა და მათ ბავშვები ასრულებენ.
მადრიდის მეტროში საშობაო მატარებელი გაუშვეს. შემადგენლობა სადღესასწაულო დეკორაციით გააფორმეს, ვაგონებში კი სხვადასხვა საახალწლო პერსონაჟები დასეირნობენ და ხალხს დამდეგს ულოცავენ.
ხორვატიაში საშობაოდ ჩვეულებრივ მარშრუტზე მოსიარულე რამდენიმე ტრამვაი გააფორმეს.
საახალწლო ავტობუსით გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ ასევე ჩეხეთის მაცხოვრებლებსაც.