თამარ ალადაშვილი „პოსტალიონის“ ეთერში გამოჩნდა და ცნობილი სიმღერა „ახ, ტურფავ, ტურფავ“ შეასრულა.
მომღერალი ფეხმძიმედ არის და გრძელ კაბაში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
მის გამოსვლას დადებითი კომენტარები მოჰყვა „პოსტალიონის“ სოციალურ ქსელში.
წერენ, რომ თამარ ალადაშვილი ამ სიმღერას გამორჩეულად ასრულებს.
„როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ, მე მგონი, თავიდან ვიბადებით მაგ დროს და როცა თამუნა მასწავლებელი ასრულებს ხომ საერთოდ…“
„ბედნიერ დედობას გისურვებთ…“