LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გია სურამელაშვილს ნიუ იორკში „ტიკ-ტოკიდან“ ცნობდნენ: „მთავარია, იმას მოვენატრე და რომ არ ჩამოხვიდე, მოვკვდებიო…“

156
გია სურამელაშვილი

აშშ-დან დაბრუნებული გია სურამელაშვილი „პოსტალიონს“ ესტუმრა და იქ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გიამ აღნიშნა, რომ „ტიკ-ტოკიდან“ ნიუ იორკში ბევრი ცნობდა:

„ოთხი თვე ვიყავი ამერიკაში. ძალიან მომენატრეთ. მთავარია, იმას მოვენატრე. რომ არ ჩამოხვიდე, მოვკვდებიო. შენი დედაც-მეთქი და ჩამოვედი… პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ გამიძლეს და ხელის გულზე მატარეს. გვენატრებიო, დამირეკეს. საუცხოო დრო მატარებინეს. კონცერტები მქონდა გადასარევი.

მე ვიყავი ლუარსაბ თათქარიძესავით, ვჭამდი, ვსვამდი, დანარჩენი ყველა შრომობდა, მე ჩემს საქმეს ჩემებურად ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მონატრება აქვთ ემიგრანტებს. როგორც ბავშვს, ისე მეფერებოდნენ. წლები გავიდა, 24 იანვარს 55 წლის გავხდი… ეს ხალხი იყო მოსული საღამოს კაბებში, „დაზმანულები“, შენ ხარ ჩვენი ახალგაზრდობაო… მეც დავბერდი და ისინიც, მაგრამ კარგი მოგონებების ფასი არაფერია. ლექსებს მიკითხავდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ… ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.

ვოცნებობდი ჩემს გემოზე მევლო შოპინგზე და გარდეობს შევამატე რომელია. 40 კილოგრამი ახლა მოდის. სამი დღე ვიტირე, სამი ათასი დოლარი რაში დავხარჯე-მეთქი…

ასკარატიანი ტოპაზი მაჩუქა ქალბატონმა ლიამ, უძვირფასესი. ვაუ, რა ლამაზია…

სხვათა შორის, ბევრი მცნობდა „ტიკ-ტოკიდან“. შენ ხარო? კი, მე ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები