ქსელში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, რომელიც თვითმხილველთა მიერაა გადაღებული: Telsa-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი Chery Tiggo 8-ის საჭესთან შეამჩნიეს. კროსოვერის სარეგისტრაციო ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, კადრები არა ჩინეთში არამედ ბრაზილიაშია გადაღებული. მასკი ამ ქვეყანას მაისის ბოლოს სტუმრობდა და Chery-ს იქ ქარხანაც აქვს. ორიგინალური ვიდეო TikTok-ზე გავრცელდა და შემდეგ სხვა სოციალურ ქსელებშიც ვირუსულად იქცა. კომენტარებში მომხმარებლები იმას განიხილავენ, თუ რამ აიძულა „ტესლას“ ხელმძღვანელი თავისი ელექტროქარიდან ჩინურ კროსოვერზე გადამჯდარიყო.
პორტალმა „ჩინური ავტომობილი“ დაადგინა, რომ ვიდეო სან-პაულუშია გადაღებული. მასკი მაშინ პრეზიდენტთან შესახვედრად იყო ჩასული, რათა ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვა განეხილა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ინვესტიციების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზეც ისაუბრეს.
ბრაზილიაში Chery Tiggo-ს ფასი 201 990 რეალიდან იწყება.