LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Jeep Gladiator ორი საბურავის გარეშე დარჩა და მაინც არ გაჩერებულა

22
jeep

ამერიკაში, ტეხასის შტატის მაცხოვრებლები პიკაპების განსაკუთრებული სიყვარულით არიან ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველას არ ეხება. ჰიუსტონში შეამჩნიეს მძღოლი, რომელიც თავის მანქანას ძალიან გულქვად ექცეოდა.

ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია Jeep Gladiator, რომელიც მაგისტრალზე ორი მარცხენა საბურავის გარეშე გადაადგილდება და ასფალტზე სულ ნაპერწკლებს ყრის. ამ დროს მძღოლს გაჩერება არც უფიქრია და პირიქით, სიჩქარეს მოუმატა კიდეც.

როგორც ვიდეოში ჩანს, Jeep ამ მდგომარეობაში საკმაოდ დიდ ხანს გადაადგილდებოდა და თვითმხილველთა ობიექტივში მოგვიანებით მოხვდა. წინა საბურავის არ ქონის გამო მანქანას ბამპერიც დაუზიანდა.

სამწუხაროდ, ვიდეოს ავტორმა ჯიპს ბოლომდე ვერ სდია, ამიტომ რთული სათქმელია თუ როგორ დასრულდა ექსტრემალური მსვლელობა და გადმოვიდა თუ არა მძღოლი ნახევრად დაშლილი მანქანიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები