თურქეთში ადგილობრივის მიერ ნასროლი ქვა გახდა ბოლო წვეთი იმისთვის, რომ მრავალსართულიანი სახლი მიწასთან გასწორებულიყო.
თურქული პორტალის OneDio-ს ინფორმაციით, შემთხვევა მალათაიში მოხდა და კორპუსი სანამ საბოლოოდ დაინგრეოდა, კარგად იყო შელახული.
როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აზუსტებენ, შენობა წარსულში მიწისძვრამ დააზიანა, თუმცა რამდენიმე თვე მაინც მყარად იდგა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა თურქეთში თებერვლის დასაწყისში მოხდა და მსხვერპლის ოდენობამ 45 ათასს გადააჭარბა.