მსოფლიოში ერთადერთი ელექტრონული სუპერქარი Lotus Evija X რბოლის დასაწყისშივე დაამტვრიეს. ავტომობილი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარში არსებობდა, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს შეეწირა.
ბრიტანულმა კომპანიამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე უნიკალური ელემენტიანი მოდელი გამოიყვანა, რომლის ღირებულებაც 2,3 მილიონი დოლარია. ტრადიციული მსვლელობის დროს მანქანამ მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრის გავლა მოასწრო.
ავარიის კადრები სოც-ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.