LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, როგორ ბოლომდე შეჭამა ლავამ Ford Mustang

67

“გლობალ ნიუსმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებს ჰავაიზე ამოფრქვეული ვულკანი კილაუეა გზებს, ნაგებობებსა და ავტომობილებს. ვიდეოზე, რომელიც Global News-ის YouTube არხზე დევს, ნაჩვენებია, როგორ ბოლომდე ანადგურებს ლავა Ford Mustang-ს სულ რაღაც ერთ წუთში.

კილაუეა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანია. ამოფრქვევა გასული კვირის ბოლოს დაიწყო, რეგიონში რამდენიმე მიწისძვრის შედეგად. ძალიან სწრაფად ლავა დასახლება ლეილანი-ესტეიტს მიუახლოვდა. ლავა ამოფრქვევისას 70 მეტრ სიმაღლეს აღწევდა.

განადგურებულია მინიმუმ 26 სახლი და მრავალი ავტომობილი. კუნძულიდან ევაკუირებულია 1 700 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები