ნატო გელაშვილს 18 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა. მას 48 წელი შეუსრულდა. შვილებმა, ლუკამ და გიორგიმ დედას დაბადების დღე ტორტით და სიმღერით მიულოცეს, თუმცა რიცხვები არასწორად გამოიყენეს და ტორტზე 48-ის მაგივრად, 84 გამოჩნდა.
,,ყველაზე უცნაური დაბადების დღე. ბიჭებმა კინაღამ დამაბერეს”, დაწერა ხუმრობით კომპოზიტორმა.