პაატა თედიაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროვოკაციული სიმღერით ,,მინდა, შემოვიდე ამაღამ შენში” გაიცნო, ,,პროფილში” თავისი ერთ–ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევრით მივიდა. საკმაოდ სადად ჩაცმულმა პაატამ კიდევ ერთი სიმღერა სექსუალური ქვეტექსტით მაყურებელს წარუდგინა. როგორც პაატამ ,,პროფილში” აღნიშნა, ის ბავშვებს სტუდიაში ცეკვას ასწავლის და პატარებთან და მათ მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს კი, რასაც სტუდიის მიღმა აკეთებს, რადიკალურად განსხვავდება მისი სტუდიაში საქმიანობისგან.