LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პოზიტივს ასხივებთ“ – კოტე მჟავიას და „ქსოვრელების“ ექსპრომტად შესრულებულმა „საზამთროს სიმღერამ“ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა

220
ქსოვრელები

„რუსთავი 2“-ის იუმორისტულ გადაცემას „პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ“, მსახიობი და მომღერალი კოტე მჟავია ესტუმრა.

მუსიკალური ელემენტებით გაფორმებული გადაცემის არც აღნიშნული ეპიზოდი აღმოჩნდა გამონაკლისი – გადაცემის სტუმარმა „ქსოვრელებთან“ ერთად ექსპრომტად შეასრულა ვახტანგ კახიძის ცნობილი სიმღერა „საზამთრო“, რომელიც ამავე სახელწოდების ანიმაციურ ფილმში ჟღერს.

„პოზიტივს ასხივებთ“, „შესანიშნავი შესრულება“, „უნიჭიერესი ხართ“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

კოტე მჟავიას და ქსოვრელების ექსპრომტი – საზამთროს სიმღერა

Posted by პაატა გულიაშვილის და რუსთავი2-ის იუმორისტული გუნდი on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები