LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რინგზე დაბრუნებამდე მაიკ ტაისონი ზვიგენებს შეებრძოლა

68
117342273-2717391528581207-2672274199830504071-n

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ტელეარხ „დისქავერიზე” პროგრამა „ზვიგენების კვირაში” მიიღო მონაწილეობა და ზვიგენებთან ორთაბრძოლა გამართა. 54 წლის ტაისონმა ზვიგენების წინააღმდეგ სამი რაუნდი ჩაატარა. პირველ რაუნდში ბრძოლა ზვიგენების გალიაში, მეორე და მესამე რაუნდებში კი ღია წყალში შედგა.

გადაცემის ავტორებმა ორთაბრძოლას ორიგინალური სახელი უწოდეს – „ტაისონი ყბების წინააღმდეგ”.

მაიკი თავიდან ფრთხილად იგერიებდა ზვიგენებს, რომლებიც მიახლოებას ცდილობდნენ, თუმცა ბოლო ეტაპზე ერთ-ერთი ზვიგენისათვის ცხვირზე ხელის ჩავლებაც კი მოუწია. ლეგენდას არ დაუმალავს, რომ წყალქვეშ ყოფნისას ძალიან შეშინდა, თუმცა ტაისონის თქმით ამ პროექტში მონაწილეობას ის სწორედ შიშის დასაძლევად დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ “რკინის მაიკმა“ 54 წლის ასაკში რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. პირველ ორთაბრძოლაში იგი თანამემამულე როი ჯონსს სექტემბერში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა შეხვედრა ნოემბრისთვის გადაიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები