LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რონალდო სუპერგმირია – მან ტყვეობიდან ბავშვი დაიხსნა

156
121906779-228420442146645-423903288733153702-n-690x450

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მობილური თამაშის Legend Of The Bounty Hunter: Part 2-ის რეკლამაში გადაიღეს. პორტუგალიელი ფორვარდი სუპერგმირს განასახიერებს და ყველა ბანდიტს უსწორდება. მას იარაღი და სუპერძალა აქვს, რისი მეშვეობითაც დაუცველი ბავშვი ტყვეობიდან გამოჰყავს.

რონალდო აქამდეც გამოჩენილა უჩვეულო სარეკლამო რგოლებში. 2019 წელს ის და ბრაზილიელი ნეიმარი შუასაუკუნეების სამოსში გამოეწყვნენ და ხმლებით ორთაბრძოლა მოაწყვეს.

მობილური თამაშის რეკლამაში კრიშტიანო იარაღით აღჭურვილ სპეციალურ კოსტუმშია გამოწყობილი და ბოროტებს ლაზერებითა და საბრძოლო ხელოვნებით ამარცხებს. რგოლის ბოლოს კი ფეხბურთელი მტრების ტალღას გაარღვევს და ბავშვს გადაარჩენს. ვიდეო რონალდომ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები