LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საახალწლო ნაძვის ხე 309 კმ/სთ სიჩქარით გაასეირნეს

123
mustang

ფირმა Hennessey Performance-მა ახალი სადღესასწაულო რეკორდი დაამყარა, კუპე Venom 1000 Mustang GT 500-მა, რომლის სახურავზეც ნაძვის ხე იყო დამონტაჟებული, 309 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ტრადიციული მსვლელობა ტეხასის პოლიგონზე გაიმართა და ავტომობილის საჭესთან პროფესიონალი პილოტი – სპენსერ გესვეინი იყო მოკალათებული.

საახალწლო მსვლელობის არსი ძალიან მარტივია – ნაძვის ხით მაქსიმალური სიჩქარე უნდა განვითარდეს. მონაწილეებისთვის ეტალონადაა ქცეული 2017 წელი, როცა Dodge Challenger Hellcat Widebody-მ 280 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები