სირიაში ექს-პრეზიდენტის ბაშარ ასადის ფარეხი გადაიღეს. თვითმხილველებმა მიაგნეს მიწისქვეშა საცავს, სადაც ასობით მდიდრული ავტომობილი ინახება, კადრებში ჩანს – Rolls-Royce Wraith, Mercedes-Benz SLS AMG, Audi R8, Lamborghini Diablo და LM002, Ferrari F430, Aston Martin Rapide, და ასევე ასადის კოლექციის ბრილიანტი უნიკალური Ferrari F50.
ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში ძირითადად არც თუ ისე ახალი ავტომობილებია: პირველი თაობის Bentley Continental GT და Continental Flying Spur, რესტაილინგამდე Rolls-Royce Wraith, 10 და 15 წლის Mercedes-Benz S-Class, BMW 7-Series და Cadillac Escalade. კოლექციაში რაიმე სახის სისტემა არ არსებობს: რარიტეტული ლიმუზინის Mercedes-Benz W100-ის გვერდით Audi e-tron დგას.
ყველა ავტომობილი მტვრის დიდი ფენითაა დაფარული, ზოგს ძარა ძირს აქვს დაწეული და მსოფლიო სტანდარტებით ღირებული ექსპონატები არც თუ ისე ბევრია.