LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model 3 გზის ბარიერს დაეჯახა

120
Tesla Model 3 გზის ბარიერს დაეჯახა

ელექტროქარი Tesla Model 3 გზის ბარიერს 100 კმ/სთ სიჩქარით დააჯახეს. პოპულარული ელექტროქარის კრაშ-ტესტის ვიდეო ამერიკის ტრანსპორტის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გაავრცელეს და იმ კითხვასაც გასცეს პასუხი, თუ რა ემართება ავტომობილს ასეთ შემთხვევაში.

ექსპერიმენტის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა მოუვიდოდა საგზაო ინფრასტრუქტურას სტანდარტული ელემენტიანი ავტომობილის ავარიის დროს. ცდისთვის საჭირო ყველა პირობის მოდელირება საცდელ პოლიგონზე გადაწყდა.

კრაშ-ტესტის ფარგლებში Tesla Model 3 დააჯახეს ბარიერს, რომელსაც როგორც წესი, ტრასის საშიშ მონაკვეთებზე ამონტაჟებენ ხოლმე. ასეთ კონსტრუქციას ავტომობილის შეჩერება და სავალალო შედეგების თავიდან აცილება ევალება.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელემენტიანი ტრანსპორტის მასობრივი განვითარების ფონზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები