„პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის“ იუმორისტულ შოუში „ქსოვრელებმა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის – „შაბათიას“ ახალი ვერსია წარადგინეს.
გადაცემის აღნიშნული ეპიზოდის ვიდეოს მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი მსმენელს სოციალურ ქსელში უზიარებს და აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა გულგრილს არავის ტოვებს:
„სიმღერა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ვიცი, რომ ძალიან გიყვართ და ჩვენ ახლებურად, ჩვენი ვერსიით შემოგთავაზეთ. არიე ჯანაშვილის უკვდავი ჰიტი „ქსოვრელების“ შესრულებით. აბა, გავაზიაროთ და შემიფასეთ“, – წერს გიორგი შოშიტაშვილი „ფეისბუკში“.
სიმღერა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს🤩🤩ვიცი, რომ ძალიან გიყვართ და ჩვენ ახლებურად, ჩვენი ვერსიით შემოგთავაზეთ❤️❤️🙏🤩არიე ჯანაშვილის უკვდავი ჰიტი🎤🎤ქსოვრელების შესრულებით 😍😍 აბაა, გავაზიაროთ და შემიფასეთ🙏🙏❤️❤️
Posted by გიორგი შოშიტაშვილი • Giorgi Shoshitashvili on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024