LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უმართავი პიკაპი მოყინულ გზაზე სრიალებს

63
pikap2025

აშშ–ს რამდენიმე შტატი ყინულმა დაფარა და ავტომფლობელთა ნაწილი უეცარი აციებისთვის მზად არ იყო. ტენესის შტატში, ნეშვილში გადაიღეს ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ მოსრიალებს პიკაპი ყინულზე, თანაც გვერდიდან.

გასული კვირის შემდეგ ნეშვილში ჰაერის ტემპერატურა –3 გრადუსზე ზემოთ არ აწეულა, ღამ–ღამობით კი პირიქით –12 გრადუსამდეც კი ეცემა . მოულოდნელად დავარდნილი ტემპერატურის გამო გზები გაიყინა და ადგილობრივ მძღოლებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ. მათ შორის აღმოჩნდა პიკაპი Ford F-150–ის მფლობელიც, რომელმაც ავტომობილის მართვა დაკარგა და ყინულზე მოსრიალდა. მომხდარის გადაღება ქუჩის კამერამ შეძლო.

სამწუხაროდ, ინფორმაცია იმის შესახებ შეძლო თუ არა მძღოლმა დროულად გაჩერება და გადარჩა თუ არა ის უვნებლად, ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები