LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაცამ ამერიკაში 1,3 მილიარდი დოლარი მოიგო. გამარჯვებული ჯერ არ ჩანს

70
_126106682_lotto

ილინოისის შტატში, აშშ-ში, 1,34 მილიარდი დოლარი გათამაშდა. BBC-ის ინფორმაციით, მსგავსი მოგების შანსი 300 მილიონიდან ერთი იყო, ამიტომ გამარჯვებული ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. თანაც, როგორც ლატარიის წარმომადგენლებმა დაადგინეს, ეს თანხა ნამდვილად ერთმა ბილეთმა მოიგო.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ მილიარდერის ვინაობა უცნობია და ორგანიზატორები მას ამ დრომდე ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ლატარიაშია აქამდე გათამაშებული ყველაზე მაღალი თანხა 1,537 მილიარდი იყო და ის 2018 წელს გათამაშდა. უზარმაზარი თანხა ერთმა ბილეთმა სამხრეთ კაროლინაში მოიგო.

თუმცა, ამერიკის ისტორიაში ყველაზე რეკორდული მაინც 2016 წელი იყო, როცა სამმა გამარჯვებულმა 1,586 მილიარდი დოლარის მიღება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები