ქართული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლების რა გითხრათ, თუმცა ბოლო პერიოდში მარკუს მეტრეველი გააქტიურდა და მსმენელს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი სიმღერა “Addicted” შესთავაზა, რომელიც მომღერალმა ბავშვებს მიუძღვნა.
თუმცა მუსიკალური სიახლეების გარდა საინტერესოა როგორ ხვდება მარკუს მეტრეველი ახალ წელს და რა საახალწლო ტრადიეციები აქვს მომღერალს…
მარკუს მეტრეველი:
თავდაპირველად მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო სრულიად ქართველი ერი. რაც შეეხება ჩემს საახალწლო გეგმებს. სხვათაშორის, ჩემდა გასაკვირად, ახალ წელს მაქვს ძალიან ბევრი კონცერტი. ვიწყებ სამტრედიით, შემდეგ ზესტაფონი, ქუთაისი და ბოლოს ვამთავრებ თბილისით. როგორც ვხვდები ახალ წელს შევხვდები გზაში, მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ოჯახთან ერთად შევხვდე, უბრალდო არ გამოდის. ვფიქრობ რომ შევხვდები ან რიუკოთის უღელტეხილზე, ან სადმე ქუჩაში. (იცინის)… იხილეთ სრულად…