სააგენტო CIES Football Observatory-მა კვლევა ჩაატარა, რომელიც ტოპ-5 ჩემპიონატებში შორეულ გადაცემებს ეძღვნებოდა.
გრძელი პასების მაჩვენებლით პრემიერლიგის ლიდერი ”ლესტერი” ინგლისში პირველ ადგილზეა: ყველა პასის 6.9% შორეულია გადაცემებია.
ევროპაში ”ლესტერი” მხოლოდ ორ გერმანულ გუნდს ჩამორჩება – ”დარმშტადტს” (10.7%) და ”ინგოლშტადტს” (7.8%).
ესპანეთში ლიდერობს ”ეიბარი” (6.6%), იტალიაში – ”ფროზინონე” (6.3%), საფრანგეთში – ”ბასტია” (6.2%).
ყველაზე ნაკლებ გრძელ გადაცემებს თავიანთ ჩემპიონატებში იყენებენ: პსჟ და ”ბაიერნი” (1.1%), ”ბარსელონა” (1.4%), ”იუვენტუსი” (1.6%) და ”მანჩესტერ სიტი” (2.4%).