LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან 2024 წლის მთავარი ქალები?

159
u3ly4FOC

ჟურნალმა Time-მა 2024 წლის გამორჩეული ქალების სია გამოაქვეყნა. უახლეს სიაში მოხვდა 12 ლიდერი, რომელიც თანასწორუფლებიანი სამყაროს შექმნას ცდილობს, ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

მთავარი ქალების სია კი ასე გამოიყურება: ჩოგბურთელი კორი გაუფი, ფილმ „ბარბის“ რეჟისორი გრეტა გერვიგი, Chanel-ის დირექტორი ლინა ნაირი, ერაყელი უფლებადამცველი ნადია მურადი, ასევე ებრაელი და პალესტინელი ქალები რომლებიც კონფლიქტის მონაწილეებს მშვიდობისკენ მოუწოდებენ.

Time ასევე აზუსტებს, რომ ეს არიან ქალები, რომელთა პერსონალური გამოცდილება მამაკაცთა დომინანტობით სავსე სფეროებში ადგილის დამკვიდრებას და ქალთა უფლებებისთვის უწყვეტ ბრძოლას გულისხმობს.

ჟურნალის შეძენას მსურველები 11 მარტიდან შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები