ბრიტანეთის პრინცი უილიამი ისევ ყველაზე სექსუალურ მელოტ მამაკაცად დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror წერს.
მეორე ადგილი მსახიობმა დუეინ ჯონსონმა დაიკავა. ყველაზე სექსუალურ მელოტ სელებრითთა სიაში მოხვდა ასევე – კალათბურთელი შაკილ ო’ნილი, სერფერი კელი სლეიტერი, მსახიობი ტერი კრიუსი, მსახიობი დენი დე ვიტო, მსახიობი სემიუელ ჯექსონი, ფეხბურთელი ტიერი ანრი, მსახიობი სტენლი ტუჩი და მსახიობი ვინ დიზელი.
რეიტინგი მარკეტინგულმა კომპანია Reboot-მა შეადგინა და საფუძვლად საძიებო სისტემები გამოიყენა. უფრო ზუსტად, სპეციალისტებმა ისეთ ფრაზებს მიაქციეს ყურადღება სადაც მელოტ მამაკაცებს ფრაზებით – „გახდილი“ ან „მაისურის გარეშე“ ეძებდნენ. გარდა ამისა, ქულების რაოდენობაზე გავლენა მოახდინა ისეთმა მახასიათებლებმა როგორიცაა – სიმაღლე, მიმზიდველი ვიზუალი, ხმა, თავის მდგომარეობა და ბრწყინვალება.