იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 100 ახალგაზრდა ფეხბურთელის სია ჩამოწერა, რომლებიც Golden Boy-2019 პრიზისთვის იბრძოლებენ.
როგორც ხდება ხოლმე ჩამონათვალში ბევრი ცნობილი მოთამაშეა: ანდრეი ლუნინი (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ბრაიმ დიასი (რეალი), მატიის დე ლიგტი (აიაქსი), ფილ ფოდენი (სიტი), მატეო გენდუზი (არსენალი), ჟოაო ფელიში (ბენფიკა) და სხვები.
2018 წელს Golden Boy დე ლიგტი გახდა.
ლეო მესის ეს ნომინაცია 2005 წელს აქვს მოგებული, კრიშტიანო რონალდოს არცერთხელ.