საიტმა PlayRatings ისტორიაში ტოპ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. ამაში სპეციალური ალგორითმი დაეხმარა.
იტალიურმა საიტმა ალგორითმი გამოიყვანა, რომელმაც დაითვალა რა ეღირებოდნენ წინა ეპოქების ფეხბურთელები თანამედროვე ბაზარზე. ავტორებმა ისტორიაში 8 ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელების ტოპ-სია შეადგინეს.
პირველი ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა რონალდომ. ის შეაფასეს 383 მილიონ ფუნტად ანუ 433 მილიონ ევროდ. შემდეგ მოდიან დიეგო მარადონა (345 მლნ ევრო), იტალიელი კრისტინ ვიერი (334), ფრანგი მიშელ პლატინი (334), ჰოლანდიელი მარკო ვან ბასტენი (292), არგენტინლი გაბრიელ ბატისტუტა (281), არგენტინელი გონსალო იგუაინი (264) და ბრაზილიელი ნეიმარი (222). სურათზე ფასები ინგლისურ ფუნტებშია მოყვანილი.
სატრანსფერო ღირებულების ავტორებმა გამოიყენეს: ტრანსფერის თანხა (რამდენად გაიყიდა); გატანილი გოლები და ტრანსფერისას ფეხბურთელის ასაკი. ამ მიზეზით რეიტინგში ვერ მოხვდა ლიონელ მესი (მთელი კარიერა „ბარსელონაშია“), ხოლო ნეიმარის ღირებულება დაკორიქტერებულია.
დღეისათვის ყველაზე ძვირი ფეხბურთელია კილიან მბაპე. საიტი Transfermarkt პსჟ-ს ფრანგს 200 მლნ ევროდ აფასებს.
ყველაზე ძვირი ტრანსფერი ისტორიაში ნეიმარის გადასვლაა „ბარსელონადან“ პსჟ-ში – 222 მლნ ევრო.