LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ რომელ ადგილზე გავიდა მუნდიალზე

46

ფიფამ მსოფლიო ჩემპონატის შედეგები გამოქვეყნა, სადაც მითითებულია, რომელმა ნაკრებმა რომელი ადგილი დაიკავა.

ისე, საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეადგინეს ეს ცხრილი?
მაგალითად, რუსეთის ნაკრები მერვეა, თუმცა მეოთხედფინალში, სხვებისგან განსხვავებით, არა ძირითად დროში, არამედ პენალტების სერიაში დამარცხდა.

თუმცა ფიფასგან ცოტა უცნაურ და გაუგებარ გადაწყვეტილებებს გულშემატკივარი მიჩვეულია, თუნდაც ნაკრებების რეიტინგების შედგენისას ან წილისყრისას კალათებში გუნდების გადანაწილება რომ გავიხსენოთ.

ფიფას პრეს-სამსახურმა კი თავის მხრივ ახსნა ეს კრიტერიუმები: გუნდებმა ადგილები დაიკავეს ტურნირში მოპოვებული ქულების საერთო რაოდენობისა და იმ ეტაპის მიხედვით, რომლამდეც მიაღწიეს.

პენალტების სერიაში მოგებისთვის გუნდს მხოლოდ ქულა ეწერება, როგორც ჩვეულებრივ ფრეზე. თუ ქულები თანაბარია, მაშინ სხვა კრიტერიუმი მოქმედებს – ყველაზე მნიშვნელოვანია ბურთების სხვაობა. თუ გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობა ერთნაირია, გუნდები ერთმანეთში ადგილებს იყოფენ.

ამგვარად, 2018 მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილები ასე გადანაწილდა:

1. საფრანგეთი
2. ხორვატია
3. ბელგია
4. ინგლისი

5. ურუგვაი (12 ქულა)
6. ბრაზილია (10)
7. შვედეთი (9)
8. რუსეთი (8)

9. კოლუმბია (7)
10. ესპანეთი (6)
11. დანია (6)
12. მექსიკა (6)
13. პორტუგალია (5)
14. შვეიცარია (5)
15. იაპონია (4)
16. არგენტინა (4)

17. სენეგალი (4)
18. ირანი (4)
19. კორეა (3)
20. პერუ (3)
21. ნიგერია (3)
22. გერმანია (3)
23. სერბეთი (3)
24. ტუნისი (3)
25. პოლონეთი (3)
26. საუდის არაბეთი (3)
27. მაროკო (1)
28-30. ავსტრალია (1)
კოსტა რიკა (1)
ისლანდია (1)
31-32. ეგვიპტე (0)
პანამა (0)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები